საახალწლო აქცია 2022


2022 წლის 30 დეკემბერს კოლეჯის ადმინისტრაცია და სტუდენტები ეწვივნენ სოფელ ხიხანში მცხოვრებ მაყვალა გუნდაძის მრავალშვილიან ოჯახს და პატარები გაახარეს ტკბილეულით, საჩუქრებით და თოვლის ბაბუას გამოგზავნილი ლამაზი ნაძვის ხით

ასევე, ეწვივნენ და პროდუქტებით და ტკბილეულით გაახარეს სოფელ წერეთელში მცვხოვრები მარტოხელა ხანდაზმული ქალბატონი – როზალია რიკაძე.დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ საქმეში მიიღო მონაწილეობა და გაიღო საჩუქრები

მადლობა აქციაში მონაწილე პერსონალსა და სტუდენტებს. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ და კიდევ ბევრ ადამიანს გავახარებთ.

პ.ს. პატარების ფოტოები ქვეყნდება დედის თანხმობით. მეტი ფოტო იხილეთ: დააჭირეთ აქ