„უნარების კვირეული“


2023 წლის 24 აპრილს მარნეულის კოლეჯში ჩატარდა „უნარების კვირეული“- პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგი, რომელსაც გაუძღვა კოლეჯის პროფორიენტაციის მენეჯერი – ანნა კუჭუხიძე

კვირეულიში მონაწილეობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, მათ შორის, LINKS პროექტი.საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი „უნარების კვირეული“ წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკების პოპულარიზაციასა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. საქართველოში დაგეგმილი 2023 წლის „უნარების კვირეული“ არის კამპანიის ნაწილი, რომლის ამოცანაა ევროპის მასშტაბით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობით ცნობიერების ამაღლება უნარების განვითარების მნიშვნელობის შესახებ. მეტი ფოტო: დააჭირეთ აქ