სკოლამდელი აღზრდა (სასერთიფიკატო)


შპს მარნეულის კოლეჯი

 

სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგიის საფუძვლების ერთწლიანი
საგანმანათლებლო პროგრამა

 

 

I.  სახელწოდება: სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგიის საფუძვლები;

II.  პროგრამის ხელმძღვანელი — მანანა ლობჟანიძე

III.  პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სკოლის საბაზო ან სრული განათლება, ქართული ენის ფლობა B1 დონეზე.

IV.  კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების ცენტრებში და ა.შ.

V.  პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ჯგუფის პედაგოგთან, ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დასაკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

VI.  სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

 ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება
 სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარებაში მონაწილეობა, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით
 სააღმზრდელო პროცესში მონაწილეობა
 სააღმზრდელო აქტივობების ორგანიზება
 წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა;  ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს მოთხოვნების დაცვა;
 კომუნიკაცია ბავშვის ოჯახის და თემის წამომადგენელებთან პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.

VII. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:
 პროგრაის მოცულობა: 1300
 პროგრამის ხანგრძლივობა 42 კვირა

VIII. პროგრამის სტრუქტურა და სასწავლო კურსები

 

ვრცლად – სკოლამდელი აღზრდა