საბუღალტრო აღრიცხვა (სასერთიფიკატო)


შპს მარნეულის კოლეჯი

 

საბუღალტრო აღრიცხვის ერთწლიანი სასერტიფიკატო

საგანმანათლებლო პროგრამა

 

I.  სახელწოდება: საბუღალტრო აღრიცხვა

II.  პროგრამის ხელმძღვანელი — ნათელა ხარაზიშვილი

III.  პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სკოლის საბაზო ან სრული განათლება, ქართული ენის ფლობა B1 დონეზე.

IV.  კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბიზნესერთეულებში, როგორც ბუღალტერი, საფინანსო სამსახურის (ბუღალტერიის) სპეციალისტი, ბუღალტერ-ტექნიკოსი (დამხმარე ბუღალტერი, რომლის სამუშაო ადგილი ბიზნესერთეულებში შეიძლება მოიხსენიებოდეს, როგორც ბუღალტრის მოადგილე, ბუღალტრის ასისტენტი და სხვ.) და ა.შ.

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მისცეს პირს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების, საგადასახადო დაბეგვრის ზოგადი პრინციპებისა და ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობისათვის აუცილებელი ძირითადი საკითხების ცოდნა. გამოუმუშაოს სამეურნეო ოპერაციის აღქმისა და შეფასების, სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტირების, ბუღალტრული მონაცემების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის, საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციის ასახვის, ბუღალტრული ანგარიშების დახურვის, საშემოსავლო და დღგ-ის აღრიცხვის, საცდელი ბალანსის შედგენის, დანახარჯების კლასიფიკაციის, პერიოდიზაციისა და თვითღირებულების კალკულაციის, შიდა მენეჯმენტისთვის ანგარიშგების შედგენა-წარდგენისა და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის გამოყენების უნარები;

V. სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

 პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მოპოვებაში მონაწილეობა
 სააღრიცხვო მონაცემთა ბაზის შექმნა ხელით მუშაობის პირობებში და კომპიუტერული პროგრამისგამოყენებით  შიდამოხმარების მიზნით (ოპერატიული მართვისათვის) ანგარიშგების მომზადება-წარდგენა
 საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა

VI. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:

 პროგრაის მოცულობა: 600
 პროგრამის ხანგრძლივობა 40 კვირა

 

ვრცლად – საბუღალტრო აღრიცხვა (სასერტიფიკატო)