ექთნის თანაშემწე (სასერთიფიკატო)


შპს მარნეულის კოლეჯი

ექთნის თანაშემწის
საგანმანათლებლო პროგრამა

 

 

პროგრამის ხანგრძლივობა და მოცულობა: 1 სასწავლო წელი, 612 საათი;

პროგრამის ხელმძღვანელი: ნატალია გოგხია

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: .ექთნის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და რომელსაც უდასტურდება ქართული ენის ცოდნა A2 დონეზე.

პროგრამის ავტორი: პროგრამა შემუშავებული შპ მარნეულის კოლეჯის ჯანდაცვის მიმართულების პროგრამის განმახორციელებელი პირების/პროფესიული მასწავლებლების მიერ;

სფეროს აღწერა საექთნო საქმე მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს. ექთნის თანაშემწე არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს ექთნის ან/და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი საქმიანობა მოიცავს ზედამხედველობის ქვეშ ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მქონე, ასევე უნარშეზღუდულ და ტერმინალურ პაციენტებზე ზრუნვას; პრევენციულ და სხვა ტიპის ჯანდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობას

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სამედიცინო მუშაკი, რომელსაც ეცოდინება საექთნო მოვლის ასისტირების მიზნები და ამოცანები; ასისტირების ძირითადი საშუალებები, ფორმები და მეთოდები; ურთიერთობის ფსიქოლოგია და ეთიკის ნორმები; რომელსაც შეუძლია საკუთარი თავისა და მოსავლელი ობიექტის დაცვა ინფექციის კერაში; პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. რომელსაც ექნება პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ბაზისური და კლინიკური ცოდნა და უნარები,

პროფესიული სტუდენტის სქმიანობა პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა) მოიცავს: ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობას, სასწავლო პრაქტიკაზე ჯგუფში მუშაობას; საწარმოო პრაქტიკას, გამოცდების (შუალედური და დასკვნითი) ჩაბარებას.

პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია: ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეულისწავლისშედეგებისაღიარებით (ჩათვლა); ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების დამეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით; გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით. არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში.

 

ვრცლად – ექთნის თანაშემწე