ჩვენს შესახებ


ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა მრავალპროფილური პროფესიული პროგრამების განხორციელებით ქვემო ქართლის რეგიონის შიდა ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა, რაც რეგიონში უზრუნველყოფს დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. კოლეჯი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ფასეულობების დამკვიდრებისას.

ხედვა და ღირებულებები

 

2028 წლისთვის მარნეულის კოლეჯი იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ქვემო ქართლის რეგიონში, რომლის მიერ მომზადებული კადრებით დაკომპლექტებული იქნება ქვემო ქართლში მოქმედი ორგანიზაციები.

სამართლიანობა, თანამშრომლობა, გამჭვირვალობა, ტოლერანტობა.

ჩვენი  მიზანი

1. კოლეჯის მიზნებია:
 ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა;
 შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი
პროფესიონალის მომზადება
 მრავალეთნიკური სტუდენტებისა და მსმენელების სამოქალაქო ინტეგრაცია
 პერსონალის განვითარება;
 მატერიალური რესურსის განვითარება;
2. კოლეჯი უზრუნველყოფს პოლიტიკის განსაზღვრისა და შემუშავების პროცესში შიდა და გარე
დაინტერესებული მხარეების ჩართულობას.

შიდა დაინტერესებული მხარე — სტუდენტი, პერსონალი, პარტნიორი, მსენელი;
გარე დაინტერესებული მხარე — დამსაქმებელი, თემი, სამინისტრო, დარგობრივი ორგანიზაცია,
არასამთავრობო სექტორი

მარნეულის კოლეჯის ისტორია

 

მარნეულის კოლეჯი 1992 წელს დაარსდა საქართველოს ექიმთა ასოციაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დაარსების დღიდან დღემდე კოლეჯს სათავეში უდგას დირექტორი ირაკლი გომელაური.

საქართველოს განალების სამინისტროს 1992 წლის 29 აპრილს სასწავლებელს მიენიჭა საშუალო განათლების სპეციალური ლიცენზია #01-17-08/457.

2008 წლის 21 ივლისს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის შესაბამისად კოლეჯმა მოიპოვა ახალი N0813099 ლიცენზია, რომლის საფუძველზე ახორციელებდა პროფესიულ პროგრამებს.

პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებეის ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 26 ივლისის    N 2 მარნეულის კოლეჯს მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი.

პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 23 ივლისის N127 გადაწყვეტილებით მარნეულის კოლეჯს 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 4 თებერვლის  N07 გადაწყვეტილებით, მარნეულის კოლეჯს მიენიჭა  უფლება  განახორციელოს დამატებითი პროფესიული პროგრამები.

ბრენდირება

 

2017 წელს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ განმეორებით ჩატარდა საქართველოს კერძო კოლეჯების ბრენდირება, რაც ითვალისწინებდა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ვარსკვლავების მინიჭებას სასწავლებლისათვის. მარნეულის სამედიცინო კოლეჯმა, რომელიც 2016 წლის მდგომარეობით ოთხვარსკვლავიანი კოლეჯის სტატუსს ფლობდა, 2017 წელს ხუთვარსკვლავიანი სტატუსი  მოიპოვა.

2018 წლის მდგომარეობით კოლეჯი კვლავ ხუთვარსკვლავიან სტატუსს ფლობს.