ტესტირების ჩატარების პროცედურა და წესი
მარნეულის კოლეჯში საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე შერჩევის ერთერთი მეთოდია ტესტირება.
ტესტირების ფარგლებში ჩასაბარებელი საგნის/საგანთა ჯგუფი, ყოველ კონკრეტულ მიღებისთვის განისაზღვრება მიმღები კომისიის მიერ და ამის შესახებ დადგენილ ვადებში ეცნობება აპლიკანტებს სარეგისტრაციო სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ტესტირება შეიძლება დაწესდეს შემდეგი საგანში/საგნებში:
ა) წიგნიერება;
ბ) მათემატიკა;
გ) ქიმია;
დ) ფიზიკა;
ე) ბიოლოგია.
ვ) ინგლისური ენა
ზ) უნარები
თუ პროგრამისთვის განისაზღვრა საგანთა ჯგუფი, აპლიკანტი აბარებს ამ საგანთა ჯგუფში შემავალ ყველა საგანს.
თითოეული პროგრამისთვის, ყოველ კონკრეტული მიღებისთვის მიმღები კომისიის ან პარტნიორი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტესტი მტკიცდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.
ტესტის მონაცემთა ბაზა დაცულია პაროლით და აკრძალულია კითხვების ბაზის გასაჯაროება ნებისმიერი ფორმით.
ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ელექტრონული/კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ასევე არაელექტრონული ფორმით კოლეჯში.
ტესტირების ფორმა განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით, მიმღები კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე
ვრცლად – ჩარიცხვა პროფესიული ტესტირებით
გასაუბრების ჩატარების პროცედურა და წესი
მარნეულის კოლეჯში საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე შერჩევის ერთ-ერთი მეთოდია გასაუბრება.
გასაუბრების შინაარსი და ჩატარება
- გასაუბრებას ატარებს მიმღები კომისიის სულ მცირე სამი წევრი;
- აპლიკანტთა შეფასება არის დიფერენცირებული;
- გასაუბრების ხანგრძლივობა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაქსიმალური ქულების რაოდენობა და გასაუბრების ფორმა (დისტანციური/არადისტანციური) მტიკიცდება დირექტორის ბრძანებით მიმღები კომისიის მიერ შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტით;
- გასაუბრებისას კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს აპლიკანტს, წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით;
- გასაუბრების დასრულების შემდეგ ხდება კომისიის წევრების მიერ განსაზღვრული ქულების მონაცემების შეჯამება (საშუალო არითმეტიკულის დადგენა);
- თუ აპლიკანტი ინსტრუმენტით დადგენილი მინიმალური ქულების რაოდენობაზე ნაკლები ქულით შეფასდა, აღნიშნული ხდება აპლიკანტისთვის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
- ტესტირების შედეგები და მიმღები კომისიის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი) აისახება მართვის ელექტრონულ სისტემაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
- გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით შედგენილი რეიტინგული სიები წარედგინება კოლეჯის დირექტორს, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ბრძანება აპლიკანტისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭების, ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
- სასწავლო პროცესის მენეჯერი ინახავს გასაუბრების დოკუმენტებს ჩარიცხვის პროცესის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
- აპლიკანტს უფლება აქვს გაასაჩივროს მიღებული შედეგი.
- შედეგების გადასინჯვას ახორციელებს სააპელაციო კომისია.
პროგრამაზე სწავლების ენა
- მარნეულის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ენა არის ქართული.
- ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტების შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე.შერჩევა შესაძლებელია განახორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე.
- აპლიკანტი, რომელიც კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე ტესტირების/გასაუბრების საფუძველზე, მიენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და პროგრამაზე სწავლას იწყებს მოდულით ,,ქართული ენა A2/ქართული ენა B1“ ;
- ქართული ენის მოდულები ხორციელდება კოლეჯში კვალიფიციური მასწავლებლების მიერ ინტენსიურ რეჟიმში;
- ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, სტუდენტს შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
- ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:
- სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;
- აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კოლეჯის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით კანონდებლობით დადგენილი წესით;
- ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;
- შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
- პროფესიულ პროგრამებზე სწავლით დაინტერესებული პირის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად, კოლეჯი დაინტერესებულ პირს:
- გააცნობს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს;
- მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და შერჩევის თავისებურებების შესახებ;
- მიაწვდის ინფორმაციას პროგრამაზე ამ წესით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარება რეგისტრაციაში;
- მიაწვდის ინფორმაციას მის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო სერვისების, მათ შორის, პროგრამის თავისებურებების (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების ფორმა, თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციები, დაფინანსების შესაძლებლობები და სხვა მახასიათებლები) შესახებ.
- კოლეჯი დაინტერესებულ პირებს მიმართვის შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში უწევს აღნიშნულ კონსულტაციას.
რეგისტრაცია
პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში www.vet.emis.geდა რეგისტრირდება აპლიკანტად.
რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.
აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. აპლიკანტს არჩევანის შეცვლა შეუძლია რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.
ვრცლად – პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის
(შემდგომში – პროგრამა) დამტკიცების და განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის
შემუშავების, დამტკიცების და განხორციელების აუცილებელ წესსა და პირობებს შპს
მარნეულის კოლეჯში (შემდგომში -კოლეჯი).
2. პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან
დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული
მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს, რომელთან შესაბამისობაც დგინდება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით.
3. პროფესიული გადამზადების პროგრამა არის პროგრამა, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა
ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული
გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს, რომელთან შესაბამისობაც დგინდება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით.
4. კოლეჯი დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე (ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გზით)
უფლებამოსილია დადგენილი წესებით განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და
პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,
რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.
5. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც
კოლჯს ავტორიზაციის შედეგად არ აქვს მოპოვებული, პროგრამის გა….
ვრცლად – მომზადების და გადამზადების წესი
პატივცემულო სტუდენტო:
გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის ბრძანება № 121/ნ ,, ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ და მარნეულის კოლეჯის სასწავლო პროცესის რეგულირების წესის საფუძველზე თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ჩაითვალოთ და კანონიერი აღიარება გაუკეთოთ თქვენს მიერ ადრე მიღებულ ფორმალურ (სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში მიღებულ) განათლებას. ამით დაზოგავთ დროს და რესურსს. შესაძლებლობა მოგეცემათ გაიღრმაოთ ცოდნა და აიმაღლოთ კვალიფიკაცია.
წარმოგიდგენთ მარნეულის კოლეჯში ფორმალური განათლების აღიარების წესს. გაეცანით ყურადღებით და დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას
ელფოსტის მისამართი marneulicollege@gmail.com
ტელეფონი 599507188
ვრცლად – ადრე მიღებული განათლების აღიარება
აპლიკანტის გზამკვლევი
თუ გადაწყვიტე პროფესიულ პროგრამაზე სწავლა, ამისათვის უნდა შეარჩიო პროგრამა, კოლეჯი,
გაიარო რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღო შერჩევის პროცესში. გზამკვლევი დაგეხმარება
პროცედურების გავლაში:
1. დარეგისტრირდი https://vet.ge/ge ვებგვერდზე;
2. თუ ვერ ახერხებ დამოუკიდებლად დარეგისტრირებას, მოგვმართე და მარნეულის კოლეჯი
დაგეხმარება ამ მნიშვნელოვანი პროცედურის გავლაში;
3. რეგისტრაციის პროცესში უნდა შეარჩიო სასურველი (არაუმეტეს სამისა) პროფესიული
პროგრამა და სასწავლებელი (კოლეჯი);
4. რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2023 წლის 22 მაისს და დასრულდება 10 სექტემბერს,
გაითვალისწინეთ! ამ ვადის შემდეგ თქვენ ვეღარ შეძლებთ 2023 წლის მიღებაში
მონაწილობას;