თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1. კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი შპს მარნეულის კოლეჯი;
2. პროფესიული პროგრამა − სასწავლო მიზნების, სწავლის შედეგების, მოდულის/მოდულების,
შესაბამისი კრედიტების, სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო პროცესის
ორგანიზების თავისებურებათა ერთობლიობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით,
დიპლომის და დანართის გაცემით;
3. მოდულური პროგრამა – პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამა;
4. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5
დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო
სტანდარტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული
სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აგრეთვე გადის
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის
შედეგებზე;
5. სასერტიფიკატო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც განახორციელებს კოლეჯი
და ამ პროგრამის დასრულების შემდეგ გასცემს შიდა სერტიფიკატს;
6. აპლიკანტი – პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვით დაინტერესებული პირი;
7. დიპლომი − უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. სტუდენტი – პროფესიული სტუდენტი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
9. მსმენელი – პირი რომელიც ჩაირიცხა სასერტიფიკატო პროგრამაზე, ან პირი, რომელიც ჩაირიცხა
პროფესიულ პროგრამაზე/მოდულზე მსმენელის სტაუსით;
10. პროფესიული განათლება − განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის იმ
კომპეტენციის/კომპეტენციების გამომუშავებას, რომელსაც/რომლებსაც მოითხოვს კონკრეტული
პროფესია ან/და შრომის ბაზარი და რომელიც/რომლებიც მიმართულია მთელი სიცოცხლის
განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ;
11. მასწავლებელი – პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული პროგრამის
განმახორციელებელი პირი, რომლის კვალიფიკაცია შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ
კანონმდებლობასთან;
12. კრედიტი − ერთეული, რომელიც მოიცავს დადასტურებული სწავლის შედეგების ერთობლიობას,
რომელიც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნეს
აღიარებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიკაციის მისაღებად;
13. სსსმ პირი − პირი, რომელსაც გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები
ან/და შეზღუდული შესაძლებლობა და რომელიც საჭიროებს სასწავლო პროცესის ადაპტაციას,
რაც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო…..
იხილეთ ვრცლად – სასწავლო პროცესის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
შპს მარნეულის კოლეჯს ( შემდგომში კოლეჯი ) საქმიანობის განხორციელებისას,
პრიორიტეტად დასახული აქვს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
საკითხები. კოლეჯის ხელმძღვანელობა აცნობიერებს შრომის უსაფრთხოების კუთხით
კომპანიის პასუხისმგებლობას და სათანადოდ უზურუნველყოფს დასაქმებულთა შრომისა
და ჯანმრთელბის დაცვას.
კოლეჯი აფასებს საკუთარ შრომით რესურსს, რისთვისაც მუდმივად ცდილობს შექმნას
საქმიანი, უსაფრთხო, კომფორტული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და
სივრცე.
მუხლი 2. მიზანი
კოლეჯის მიზანია დასაქმებულის სამუშაო ადგილისა და მთლიანი სამუშაო სივრცის
უარყოფითი ასპექტებისგან დაცვის სისტემის შექმნა, რისთვისაც მუდმივად ეცდება
ორგანიზაციის რესურსი მიმართოს, საშიშროებისა და რისკების გამოვლენა-შეფასების
მექანიზმების დანერგვის, პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და მათ საფუძველზე
საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისთვის.
კოლეჯიის მიზანია საწარმოო პრაქტიკაში დანერგოს და დაიცვას შრომის უსაფრთხოების
ნაციონალური და საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები.
კოლეჯის ხელმძღვანელობა ადასტურებს თავის ვალდებულებას დაიცვას,
საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და სხვა
საკანონმდებლო აქტები, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტები
იხილეთ ვრცლად – უსაფრთხოების დებულება
თავი 1. ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. შპს – მარნეულის კოლეჯის (შემდგომში-კოლეჯი) შინაგანაწესი წარმოადგენს კოლეჯის
ნორმატიულ დოკუმენტს და არეგულირებს:
დამსაქმებლისა და დასაქმებულის (შემდგომში – პერსონალი) სამართლებრივ
ურთიერთობებს, პერსონალის უფლებებსა და მოვალეობებს. განსაზღვრავს პერსონალის
საკვალიფიაკციო მოთხოვნებს და სამუშაო აღწერილობას, ადგენს სამუშაო დატვირთვას.
პროფესიული სტუდენტის (შემდგომში – სტუდენტი) და მსმენელის უფლებებსა და
მოვალეობებს. სტუდენტის/მსმენელის წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
კოლეჯის მატერიალური და სხვა რესურსის ეფექტურად გამოყენების მიზნით ქცევის
წესებს.
2. შინაგანაწესის მიზანია კოლეჯის პერსონალისა და სტუდენტის/მსმენელის საქმიანობის,
ქცევის წესებისა და ურთიერთობის ეთიკური სტანდარტების (ნორმების) ჩამოყალიბება.
რამაც ხელი უნდა ხელი შეუწყოს კოლეჯში თვითდისციპლინის, სხვათა პატივისცემის და
ტოლერანტობის პრინციპების დამკვიდრებას; პერსონალის, სტუდენტის/მსმენელის
ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას…