ექთნის კვირეული


ექთნის კვირეული

ოლიმპიადა საექთნო საქმეში

 

2015 წლიდან დღემდე მარნეულის კოლეჯში სამედიცინო მიმართულების პროფესიული სტუდენტების ჩართულობით 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით  ხორციელდება ტრადიციული პროექტი „ექთნის კვირეული“. კვირეული ეძღვნება ექთნის საერთაშორისო დღეს – 24 მაისს. პროექტის ფარგლებში სამედიცინო პროგრამების პროფესიული სტუდენტები ამზადებენ საპრეზენტაციო პროექტებს საქართველოსა და მსოფლიოში საექთნო საქმის ისტორიისა და განვითარების შესახებ, კვირეულის ფარგლებში აწყობენ თემატურ გამოფენებსა და სხვადასხვა პრეზენტაციებს.

კვირეულის დასკვნით ეტაპზე – 24 მაისს (ექთნის საერთაშორისო დღეს) კოლეჯის ადმინისტრაციისა და პროფესიული მასწავლებლების მხარდაჭერით ტარდება „ოლიმპიადა საექთნო საქმეში“, რომლის მონაწილეებიც იყოფიან ჯგუფებად და ასრულებენ სხვადასხვა დავალებას. ოლიმპიადის გამარჯვებულ ჯგუფს გამოავლენს ჟიური, რომლის შემდაგენლობაშიც არიან კოლეჯის მასწავლებლები.

პროექტის მიზანია პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული ეთიკისა და სხვა პროფესიული უნარების უკეთ გამოვლენა, გუნდური მუშაობის პრინციპების გათავისება, არჩეული პროფესიის განვითარების  ისტორიის გაცნობა.