პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები ექთნის პროფესიასა და საფინანსო სერვისებში


პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები ექთნის პროფესიასა და საფინანსო სერვისებში

 

2017 წლიდან დღემდე  მარნეულის კოლეჯი საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად „პროფესიული განათლების ხელშწყობის პროგრამის“  „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული  უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ახორცილებს „პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსს ექთნის პროფესიაში“ და „პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსს საფინანსო სერვისებში“.

ეს პროექტი ხორციელდება ქ. მარნეულის #6 და #3 საჯარო სკოლებში, ასევე  მარნეულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლების: წერეთელი, საიმერლო, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლებში. ბოლნსის #1 საჯარო სკოლასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში. აღნიშნული პროექტი გათვლილია მე-8 და მე-9  კლასელი მოსწავლეებისათვის და მისი მიზანია პროფესიული მიმართულებების შესახებ ინფორმირება, მათი ძალების მოსინჯვა სხვადასხვა პროფესიაში , ასევე რეგიონში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და განათლების უწყვეტობის ხელშეწყობა.

პროექტმა ბენეფიციარებს შორის უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და სამომავლოდაც გაგრძელდება.