ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის ფართო სპექტრის პროფესიული კადრების მომზადება, სათანადო ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებულის ჩამოყალიბება, დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება და ცხოვრების მანძილზე უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ქვემო ქართლის მრავალეთნიკურ მოსახლეობაში სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ფასეულობების დამკვიდრება, კურსდამთავრებულთა სამოქალაქო ინტეგრაცია.
ხედვა და ღირებულებები
კოლეჯი უზრუნველყოფს სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი ფორმების განვითარებას. ამისათვის სთავაზობს საზოგადოებას ხარისხზე დაფუძნებულ სწავლებას, მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლებისა და ინჟინერიის მიმართულებით. დასაქმებაზე ორიენტირებულ მომზადება-გადამზადების კურსებს, სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, სახელმწიფო ენის შესწავლასა და ცოდნის გაღრმავებას. ქვემო ქართლის მრავალეთნიკურ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, თითოეული სტუდენტის პოტენციალისა და შესაძლებლობის გამოვლენას, რომ მან მომავალში ადგილი დაიმკვიდროს კონკურენტულ შრომის ბაზარზე. საკუთარი პერსონალის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობას; პროფესიული სტუდენტისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის მობილობის ხელშეწყობას; საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას.
მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, მარნეულის კოლეჯი მუდმივად განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტირებული სასწავლებელია.
ვისწრაფვით, რომ ვიყოთ რეგიონში ლიდერი სასწავლო დაწესებულება. კოლეჯის ღირებულებებია სამართლიანობა, ტოლერანტობა, გამჭვირვალობა, ობიექტურობა.
ჩვენი მიზანი
- ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა;
- შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალის მომზადება;
- მრავალეთნიკური სტუდენტებისა და მსმენელების სამოქალაქო ინტეგრაცია;
- პერსონალის განვითარება;
- მატერიალური რესურსის განვითარება;
მარნეულის კოლეჯის ისტორია
მარნეულის კოლეჯი 1992 წელს დაარსდა საქართველოს ექიმთა ასოციაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დაარსების დღიდან დღემდე კოლეჯს სათავეში უდგას დირექტორი ირაკლი გომელაური.
საქართველოს განალების სამინისტროს 1992 წლის 29 აპრილს სასწავლებელს მიენიჭა საშუალო განათლების სპეციალური ლიცენზია #01-17-08/457.
2008 წლის 21 ივლისს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის შესაბამისად კოლეჯმა მოიპოვა ახალი N0813099 ლიცენზია, რომლის საფუძველზე ახორციელებდა პროფესიულ პროგრამებს.
პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებეის ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 26 ივლისის N 2 მარნეულის კოლეჯს მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი.
პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 23 ივლისის N127 გადაწყვეტილებით მარნეულის კოლეჯს 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 4 თებერვლის N07 გადაწყვეტილებით, მარნეულის კოლეჯს მიენიჭა უფლება განახორციელოს დამატებითი პროფესიული პროგრამები.
ბრენდირება
2017 წელს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ განმეორებით ჩატარდა საქართველოს კერძო კოლეჯების ბრენდირება, რაც ითვალისწინებდა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ვარსკვლავების მინიჭებას სასწავლებლისათვის. მარნეულის სამედიცინო კოლეჯმა, რომელიც 2016 წლის მდგომარეობით ოთხვარსკვლავიანი კოლეჯის სტატუსს ფლობდა, 2017 წელს ხუთვარსკვლავიანი სტატუსი მოიპოვა.
2018 წლის მდგომარეობით კოლეჯი კვლავ ხუთვარსკვლავიან სტატუსს ფლობს.