home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

დემენცია - საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს მარნეულის კოლეჯს დემენციის მეგობრების ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრების ფარგლებში ეწია მეხსიერების კაფე.

კოლეჯის წარმომადგენლის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია დემენციის მახასიათებლებსა და სიმპტომებზე, დემენციის მქონე პირთან კომუნიკაციის ხერხებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მეტად დემენცია-მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებისთვის საჭირო ქმედებებზე.

შეხვედრის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ დადო დემენცია-მეგობრული პირობა, რაც წაახალისებს სამომავლოდ მსგავს ქმედებებს.
ასევე გაჟღერდა შეკითხვები და დემენციის მქონე პირთან ურთიერთობის პირადი გამოცდილებები.

მიღებული დადებითი უკუკავშირის საფუძველზე, მეხსიერების კაფე და მარნეულის კოლეჯი მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა შესაძლებელი გახდეს დემენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება საქართველოს რეგიონებშიც.

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის.

მეტი ფოტო: ლინკი

გაზიარება