19 დეკემბერს მარნეულის კოლეჯში ტრადიციულად ჩატარდა საევაკუაციო სწავლება კოლეჯის სტუდენტებისა და პერსონალისთვის.
სასწავლო პროცესის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა სახანძრო და სხვა საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანგებო ჯგუფის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე იმ პროცედურებს, რომლებიც სასწავლებელმა უნდა განახორციელოს ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა ხანძარი და მიწისძვრა
სწავლება ჩატარდა ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციის Safety Lab-ის ორგანიზებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კოლეჯის მზაობას უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული გარემო სასწავლო პროცესში.
მეტი ფოტო იხილეთ:
გადადით ბმულზე