home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

საახალწლო ღონისძიება

20 დეკემბერს, Garden hall-ში გაიმართა სკკა კერძო კოლეჯების ასოციაცია-ს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო მარნეულის კოლეჯის კოლექტივმა
ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნა საცეკვაო პოპური, რომლის შესრულებაშიც აშკარად ჩანდა მათი დიდი შრომა, მონდომება და ნიჭი. კოლეჯი ამაყია სტუდენტების ღირსეული გამოსვლით!
საღამო იყო განსაკუთრებით თბილი, მხიარული და ემოციური, რომელმაც ყველას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა. დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის.
მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კოლექტივის გაძლიერებას, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას

მეტი ფოტო იხილეთ: გადადით ბმულზე

Share