კერძო კოლეჯში სწავლა ნიშნავს აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას - გარემოს, სადაც მუდმივად სიახლეა და ყოველთვის გაქვს განვითარების შესაძლებლობა.
27 აპრილს მარნეულის კოლეჯმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სკკა კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მინი-ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ მატჩში.
თამაშს დაესწრნენ ჩვენი კოლეჯის მოხალისე გულშემატკივრებიც. მადლობა თითოეულ მონაწილეს. შევხვდებით შემდეგ მატჩზე.
მარნეულის კოლეჯი გაძლევს შანსს, რომ შენი სტუდენტობა იყოს აქტიური, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი - პერიოდი, რომელსაც სიამოვნებით გაიხსენებ მომავალში.
მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი
Share