home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

პროფესიული კავშირების გაერთიანება კოლეჯში

დღეს, 18 ნოემბერს, მარნეულის კოლეჯში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, შრომის სამართლის სპეციალისტმა - ნატო ნათენაძემ, სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა დასაქმებულთა შრომითი უფლებები და პირველი სამსახურის დაწყებამდე გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხები იყო.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, შრომის ანაზღაურების, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და დასვენების დროის შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა - სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს პასუხები.
ღონისძიების დასასრულს კი დამსწრეთათვის სასიამოვნო გარემოში ალაფურშეტი მოეწყო.
მარნეულის კოლეჯი ზრუნავს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე!

მეტი ფოტო: იხილეთ ლინკი

Share