home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

სკკა კოლეგიალური ვიზიტი

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგი კოლეგიალური ვიზიტი

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგი კოლეგიალური ვიზიტი გაიმართა, რომელშიც მარნეულის კოლეჯის 6 წარმომადგენელი ორი დღის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა.

შეხვედრა 2026 წლის 30–31 ოქტომბერს, ქალაქ საგარეჯოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარდა. მასში 20-ზე მეტი კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პრაქტიკაზე, 2026 წლის სტუდენტთა მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთო პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მასპინძელი კოლეჯის საქმიანობას, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას.

meti მეტი ფოტო: იხილეთ ლინკზე

Share