home მთავარი news სიახლეები
×
Dashboard

სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი/მსმენელი ვალდებულია:

  • დაიცვას კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, კოლეჯის მარეგულირებელი აქტებით დადგენილი ნორმები და მოთხოვნები;
  • შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
  • შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები;
  • დაიცვას სხვა პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები;
  • აღმოუჩინოს დახმარება კოლეჯის ტერიტორიაზე სსმ პირს;
  • სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით არ გამოიყენოს პლაგიატი;
  • გაუფრთხილდეს კოლეჯის ინფრასტრუქტურას;
  • გადაიხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი გადასახადი დადგენილ ვადებში;
  • კოლეჯის გარე/შიდა ტერიტორიაზე დაიცვას შინაგანაწესით და უსაფრთხოების დებულებით დადგენილი წესები;
  • სასწავლო პროცესის დროს დაიცვას სიჩუმე;
  • გაუფრთხილდეს კოლეჯის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს და განზრახ დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ნივთის თვითღირებულება;
  • არ გამოცხადდეს კოლეჯის ტერიტორიაზე ალკოჰოლური ან სხვა აკრძალული ნივთიერებით ზემოქმედების ქვეშ მყოფ მდგომარეობაში;
  • არ შემოიტანოს კოლეჯში ალკოჰოლური სასმელები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების შემცველი და სხვა აკრძალული ნივთები;
  • ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გადაიხადოს რესურსის საბაზრო ფასი;
  • კოლეჯის რესურსის დაზიანების შემთხვევაში გადაიხადოს რესურსის საბაზრო ფასი;
  • გაეცნოს კოლეჯის შინაგანაწესს და მის უფლებამოვალეობებს;
  • გაეცნოს სტუდენტის გზამკვლევს;
  • გაეცნოს და დაიცვას კოლეჯში მოქმედი უსაფრთხოების წესები;
  • გაეცნოს კოლეჯის მხრიდან ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნაკციო საშუალებით მისთვის გაგზავნილ ინფორმაციას.

გაზიარება