მიმდინარე წლის 18 თებერვალს მერსი ქორფსის პროგრამის, “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” ფარგლებში, მარნეულის კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
მიღებული ინფორმაციით, დამსწრეებმა მიიღეს ცოდნა ონლაინ ძალადობისა და მისი ფორმების შესახებ. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავდა სმარტფონის დაცვის გზამკვლევს. დიდი მადლობა Mercy Corps საქართველოს წარმომადგენლებს ასეთი მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის