ამასობაში, მარნეულის კოლეჯი EfVET-ის წევრი გახდა!
რას ნიშნავს EFVET-ის წევრობა მარნეულის კოლეჯისთვის?
X საერთაშორისო კავშირები - კოლეჯი ხდება ევროპული ქსელის ნაწილი, რაც ზრდის პარტნიორობის შესაძლებლობებს
X პრაქტიკებისა და გამოცდილების გაცვლა
X ხარისხის გაუმჯობესება
X სწავლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება
X საერთაშორისო პროექტები (მათ შორის Erasmus+)
X დამსაქმებლებთან კავშირი
რას ნიშნავს EFVET-ის წევრობა მარნეულის კოლეჯის სტუდენტებისთვის:
X გაცვლითი პროგრამები - მეტი შანსი საზღვარგარეთ სწავლებისა და სტაჟირებისთვის
X საერთაშორისო გამოცდილება - ახალი კულტურების გაცნობა და პრაქტიკული უნარების განვითარება
X დასაქმების პერსპექტივა - ევროპული სტანდარტების ცოდნა ზრდის კონკურენტუნარიანობას
რას ნიშნავს EFVET-ის წევრობა მარნეულის კოლეჯის მასწავლებლებისთვის:
X პროფესიული განვითარება - ტრენინგები, სემინარები და კონფერენციები ევროპულ დონეზე
X ქსელური თანამშრომლობა - გამოცდილების გაზიარება უცხოელ კოლეგებთან
X თანამედროვე მეთოდები - ახალი სწავლების მიდგომებისა და პრაქტიკის დანერგვა