home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

სტრატეგიული გეგმა

მარნეულის კოლეჯიში მიმდინარეობს კოლეჯის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც სტრატეგიული მენეჯერის - შორენა ალაგარდაშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება და მიზნად ისახავს დაწესებულების განვითარების პრიორიტეტების, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულია სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც განთავსებულია კოლეჯის შიდა საინფორმაციო სივრცეში თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ გაცნობისა და უკუკავშირის მიღების მიზნით.
დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დოკუმენტს და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებული იქნება გეგმის საბოლოო რედაქციის მომზადების პროცესში.

გაზიარება