კოლეგიალური ვიზიტი ბათუმში
მარნეულის კოლეჯის 11 თანამშრომელი 3 დღით იმყოფება ბათუმში, სადაც მონაწილეობს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, 2026 წლის პირველი კოლეგიალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორდღიან ტრენინგში.
შეხვედრების მთავარი თემებია პროფესიული ორიენტაცია, დისტანციური სწავლება და ადმინისტრაციული პროცესების ანალიზი. მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული ორიენტაციის თანამედროვე მიდგომები, მასწავლებელთა პრაქტიკული გამოცდილება, სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები..
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებას, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას.
პროფესიული განათლების განვითარება მუდმივ სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას ეფუძნება, სწორედ ამიტომ მსგავსი აქტივობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი კოლეჯის წინსვლისა და წარმატებისთვის.
07/06/2026
მეტი ფოტო იხილეთ:
ლინკი