home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

საუკეთესო ევროპული გამოცდილება

საუკეთესო ევროპული გამოცდილება ქართულ პროფესიულ განათლებაში.
მარნეულის კოლეჯის წარმომადგენელი - ემილია ალაზოვა მონაწილეობდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ასოციაციის ხარისხის ნიშნის (Quality Label) მინიჭების პროცესის მომზადებას დაეთმო. შეხვედრას კოლეჯმა „კავკასიონმა“ უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ შემუშავებული ENESAT-ის თვითშეფასების ინსტრუმენტის ერთიანი გააზრება, შეფასების კრიტერიუმების დაზუსტება და საერთო მიდგომების ჩამოყალიბება, რაც ხარისხის ნიშნის მინიჭების პროცესის სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად იმუშავეს ინსტრუმენტის თითოეულ განზომილებაზე, განიხილეს შეფასების ინდიკატორები, პრაქტიკული მაგალითები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი არაერთი კოლეჯის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მარნეულის კოლეჯისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხის კულტურის გაძლიერება, თანამედროვე ევროპული მიდგომების გაზიარება და პროფესიული განათლების მუდმივი განვითარება. მსგავსი პროფესიული შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ჩვენი კოლეჯის განვითარებას, ხარისხის მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვასა და სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზებას.
ერთად ვქმნით პროფესიულ განათლებაში ხარისხის ახალ კულტურას - თანამშრომლობით, პროფესიონალიზმითა და საერთო პასუხისმგებლობით.

გაზიარება