home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

საბოლოო არჩევანი

ყურადღება, აპლიკანტებო!

საბოლოო არჩევანის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით!

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი 11 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თუ ერთზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეთ, აუცილებლად უნდა აირჩიოთ მხოლოდ ერთი პროგრამა, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებთ.

როგორ უნდა დააფიქსიროთ არჩევანი?

  1. შედით პლატფორმაზე: https://vet.ge/

  2. ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ თქვენი პირადი ნომერი და პაროლი, რომელიც კოლეჯში გადმოგეცათ.

  3. თუ პაროლი არ გაქვთ ან დაგავიწყდათ, ისარგებლეთ პაროლის აღდგენის ფუნქციით.

  4. გაეცანით თქვენს რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ ადგილს და დააფიქსირეთ საბოლოო არჩევანი.

არჩევანის დაფიქსირება აუცილებელია! თუ 11-13 ნოემბრის ჩათვლით არჩევანს არ დააფიქსირებთ, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვას ვერ შეძლებთ.

თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ არჩევანის დაფიქსირებას ან გჭირდებათ დახმარება, მობრძანდით მარნეულის კოლეჯში და ჩვენ დაგეხმარებით!

გთხოვთ, არ გადადოთ და აუცილებლად გაიაროთ ეს პროცედურა დადგენილ ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!

გაზიარება