home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

დევნილისა და ეკომიგრანტების სტატუსის მქონე სტუდენტების საყურადღებოდ

მარნეულის კოლეჯში ჩარიცხული დევნილისა და ეკომიგრანტების სტატუსის მქონე სტუდენტების საყურადღებო ინფორმაცია!
დევნილსა და ეკომიგრანტს, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აუნაზღაურდება საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებლამდე და პირიქით გადაადგილების ხარჯი, თვეში არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.
სააგენტოს მხრიდან ანაზღაურდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯები. კერძო ტრანსპორტის (ტაქსი) ხარჯი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არის შშმ პირი და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემურია ან/და მის მარშრუტზე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც დადასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, დევნილმა/ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე:
1. ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
2. ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
3. ქ. რუსთავი, მე-17 მ/რ, N20 ა (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა);
4. ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27;
5. ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შესაძლებელია, გამოიგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შემდეგ მისამართზე: info@idp.gov.ge (მიღებულად მიიჩნევა განაცხადი, რომლის მიღებაც დადასტურებულია იმავე ელფოსტაზე გაგზავნილი სააგენტოს პასუხით).
განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
x განმცხადებლის პირადობის/პასპორტის ასლი;
x ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
x განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც სურს ჩაირიცხოს ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი;
x შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და სხვა), იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის შშმ პირი და ითხოვს კერძო ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯის ანაზღაურებას.

Share