home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯში

 
მ/წ 28 აპრილს მარნეულის კოლეჯს ეწვია ქვემო ქართლის ტერიტორიული დანაყოფის წარმომადგენელი - ლევან გოგოლაური და გამართა საინფორმაციო პრეზენტაცია ორგანიზაციისა და სასწავლო პროგრამების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია. ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენელი - თამარ საბაური.
პრეზენტაციის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ:
x ორგანიზაციის მიზნებს
xსაქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მოხალისეთა მომზადების პროგრამებს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა ორგანიზაციის საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამა - „სამხედრო საათი“.
მარნეულის კოლეჯის მხრიდან გამოითქვა მაღალი დაინტერესება, რომ აღნიშნული პროგრამა განხორციელდეს ჩვენთან და ერთ-ერთი მოწინავე ვიყოთ ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა უკვე ხორციელდება თბილისის და რეგიონების რამდენიმე სკოლაში, ხოლო უახლოეს პერიოდში მისი დანერგვა კოლეჯებშიც იგეგმება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ლევან გოგოლაურმა და სოფიო გომელაურმა.

Share