home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

მაგისტრი მასწავლებლების დაჯილდოვება!

მაგისტრი მასწავლებლის წოდების მინიჭების ცერემონია
2025 წლის 20 დეკემბერს პროფესიული განათლების სფეროში მრავალწლიანი და გამორჩეული ღვაწლის მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებში მათ ოფიციალურად მიენიჭათ „მაგისტრი მასწავლებლის“ საპატიო წოდება.
აღნიშნული წოდება საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ დაწესდა და ინიციატივა წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემაში მასწავლებლის როლის, გამოცდილებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობის აღიარებას.
„მაგისტრი მასწავლებლის“ წოდება ენიჭება იმ მასწავლებლებს, რომლებმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, სტუდენტთა მომზადებაში და დარგის განვითარებაში.
დაჯილდოების ღონისძიების ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების მდგრადი განვითარება შეუძლებელია ძლიერი, მოტივირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების გარეშე. სწორედ ამიტომ, მსგავსი ფორმატის აღიარება არა მხოლოდ დაფასების გამოხატულებაა, არამედ მაგალითია ახალგაზრდა და სხვა მოქმედი მასწავლებლებისათვის.
“თქვენი მრავალწლიანი შრომა, პროფესიონალიზმი და ერთგულება პროფესიული განათლების მიმართ წარმოადგენს იმ საყრდენს, რომელზეც ყალიბდება ხარისხიანი სწავლება, სტუდენტთა წარმატება და დარგის მომავალი. თქვენი გამოცდილება და მაგალითი მნიშვნელოვან შთაგონებად რჩება კოლეგებისა და მომავალი თაობებისთვის” აღნიშნა მიმართვისას ასოციაციის პრეზიდენტმა.
ვულოცავთ „მაგისტრი მასწავლებლის“ წოდების მინიჭებას დაჯილდოებულ 35 მასწავლებელს და მადლობას ვუხდით პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიასა და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს პროფესიული განათლების სამსახურში.


მეტი ფოტო იხილეთ: გადადით ბმულზე

გაზიარება