2026 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „პროფესიული განათლების ხარისხი: მასწავლებლის როლი“ გაიმართა.
ღონისძიებას ინტერბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა. კონფერენციას მარნეულის კოლეჯის 9 წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლები, განათლების სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო მომხსენებლები. განხილვის მთავარი თემები იყო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, მასწავლებლის როლი, მისი საჭირო კომპეტენციები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ახალი ცოდნის მიღებისა და კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
მეტი ფოტო:
ლინკი