home მთავარი news სიახლეები
×
Dashboard

ქცევის წესები

ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

ბიბლიოთეკის მკითხველი ვალდებულია:

1.       რესურსის გამოყენების შემდეგ დაუბრუნოს ის ბიბლიოთეკარ

2.       რესურსის გადანახვის სურვილის შემთხვევაში თხოვნით მიმართოს ბიბლიოთეკარს

3.       დაუშვებელია ბიბლიოთეკაში საკვების შეტანა გარდა სასმელი წყლისა

4.       ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:

·         მოწევა

·         ხმაური და საუბარი

·         მობილური ტელეფონის გამოყენება

·         სასწავლო რესურსის ქურდობა, განზრახ დაზიანება ან განადგურება

ბიბლიოთეკაში გაწევრიანება.

ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ:

·         კოლეჯის სტუდენტებს;

·         კოლეჯის პერსონალს;

1.       კოლეჯის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი პირი ავსებს ბიბლიოთეკაში არსებულ მკითხველის ბარათს, სადაც აღირიცხება შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პოზოცია, საკონტაქტო ინფორმაცია, პირისა და ბიბლიოთეკარის ხელმოწერები;

2.       მკითხველის ბარათი რჩება ბიბლიოთეკაში და მასში აისახება ბარათის მფლობელის მიერ გატანილი რესურსის საინვენტარო ნომერი, სახელწოდება, ავტორი, გატანისა და დაბრუნების თარიღი;

3.       კოლეჯის სტუდენტისა და პერსონალისთვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

4.       ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება ერთხელ და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება კოლეჯში სწავლის ან მუშაობის პერიოდით;

 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

1.       მატერიალური რესურსი, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. მკითხველს ასეთი რესურსით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო ოთახში.

2.       მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს რესურსი, რომელიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით.

3.       ბიბლიოთეკიდან მატერიალური რესურსი გაიცემა ხუთი სამუშაო დღის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მკითხველი ვალდებულია რესურსი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს რესურსი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ხუთი სამუშაო დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუკი რესურსზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.

4.       ბიბლიოთეკაში მატერიალური რესურსის დაბრუნების ვადების დარღვევის შემთხვევაში მკითხველმა უნდა აცნობოს ბიბლიოთეკარს მიზეზი. მიზეზის არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს რესურსი ორი დღის ვადაში, ორი დღის გადაცილების შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე მკითხველი გადაიხდის ჯარიმას სამი ლარის ოდენობით.

5.       მატერიალური რესურსის დაკარგვის ან ისეთი სახის დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება შეუძლებელია, მკითხველი ვალდებულია ერთი დღის ვადაში ბიბლიოთეკაში მოიტანოს იგივე სახის რესურსი ან აანაზღაუროს ზარალი;

6.       მატერიალური რესურსი გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

7.       ბიბლიოთეკარს აქვს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში, კოლეჯის დირექტორთან შეთანხმებით, არ გაატანოს მატერიალური რესურსი იმ პირს, ვინც ერთხელ უკვე დაარღვია ბიბლიოთეკის რესურსით სარგებლობის და ბიბლიოთეკაში ქცევის წესი;

8.       ელექტრონული რესურსით, რომელიც ინახება ბიბლიოთეკის კომპიუტერში და სხვა ელექტრონულ მატარებელზე მკითხველს სურვილის შემთხვევაში ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე ან ეძლევა СD დისკი 1 დღის ვადით;

გაზიარება