home მთავარი news სიახლეები
×
Dashboard

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

  1. პროფესიულ პროგრამებზე სწავლით დაინტერესებული პირის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად, კოლეჯი დაინტერესებულ პირს:
  • გააცნობს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს;
  • მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და შერჩევის თავისებურებების შესახებ;
  • მიაწვდის ინფორმაციას პროგრამაზე ამ წესით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარება რეგისტრაციაში;
  • მიაწვდის ინფორმაციას მის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო სერვისების, მათ შორის, პროგრამის თავისებურებების (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების ფორმა, თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციები, დაფინანსების შესაძლებლობები და სხვა მახასიათებლები) შესახებ.
  • კოლეჯი დაინტერესებულ პირებს მიმართვის შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში უწევს აღნიშნულ კონსულტაციას.

 

რეგისტრაცია

პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში www.vet.emis.geდა  რეგისტრირდება აპლიკანტად.

რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.

აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.  აპლიკანტს არჩევანის შეცვლა შეუძლია რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

ვრცლად – პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

გაზიარება