home მთავარი news სიახლეები
×
Dashboard

ბიბლიოთეკაში გაწევრიანების წესი

პროფესიული სტუდენტებისათვის, პროფესიული   მასწავლებლებისათვის და   პერსონალისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების წესები:
 
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება ერთჯერადად. გაწევრიანება დასტურდება სპეციალური წიგნაკით – „მკითხველის ბარათი“. პიროვნება, რომელსაც სურს გაწევრიანება, ავსებს „მკითხველის ბარათს“.
ბარათი რჩება ბიბლიოთეკაში, სპეციალურ საცავში და მასში შემდგომში აისახება ბარათის მფლობელის მიერ გატანილი წიგნის სახელწოდება, ავტორი და გატანისა და შემოტანის თარიღები. თუ სტუდენტი ერთხელ გაწევრიანდება სწავლების პერიოდში, ის რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის.
  • ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ პირები, რომლებიც არ არიან გაწევრიანებულნი ბიბლიოთეკაში.
  • ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა კოლეჯის  სტუდენტებისა და  თანამშრომლებისათვის;
  • ბიბლიოთეკაში გაწევრიანების გადასახადია — სხვა პირებისათვის ათი ლარი წლიური ბარათი

ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანისა და დაბრუნების წესები და ვადები

წიგნები, ჟურნალები, ან სხვა სამეცნიერო მასალა,  რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთ შემთხვევაში წიგნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამკითხველო ოთახში.
ბიბლიოთეკიდან შესაძლებელია ისეთი წიგნების გატანა, რომლებიც ბიბლიოთეკაში რამოდენიმე ეგზემპლარის სახით არებობს.
ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა შესაძლებელია ორი კვირის ვადით. ვადის დასრულების შემდეგ წიგნის დაბრუნება სავალდებულოა. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ვადის გახანგრძლივება ასევე  ორი კვირით.   ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ზედიზედ ორჯერ;
ბიბლიოთეკა აღჭურვილია ასლგადამღები  საშუალებით, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გაამრავლოს სასურველი მასალა.  ეს მომსახურება ფასიანია ყველასათვის.
 
გატანილი წიგნის დაკარგვა
ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაზიანების ან დაკარგვის  შემთხვევაში წევრი ვალდებულია გამოასწოროს დაზიანება ან წარმოადგინოს დაკარგული წეგნის იდენტური წიგნი ან გადაიხადოს  წიგნის  საბალნსო ღირებულება.
ჩამოსაწერი საბიბლიოთეკო დოკუმენტების გამოვლენისა  და შერჩევის კრიტერიუმები
საბიბლიოთეკო დოკუმენტების ჩამოწერის საფუძვლებია:
  • შინაარსობრივად (მორალურად) მოძველებული წიგნები და სხვა სახის მასალები
  • ზედმეტი და არაპროფილური გამოცემები
  • პოლიტიკურად აქტუალობადაკარგული გამოცემებ
  • ფიზიკურად მოძველებული (გაცვეთილი) მასალები
  • მკითხველთა მიერ დაკარგული წიგნები და სხვა სახის მასალები
სხვადასხვა მიზეზით (საფუძველი)  ჩამოსაწერი  წიგნების და გამოცემების ჩამოსაწერად იკრიბება   კომისია მუდმივი შემადგენლობით:
  • ბიბლიოთეკარი
  • საქმისმწარმოებელი
  • დირექტორის მოადგილე
წარმოებს  ჩამოსაწერი წიგნების და გამოცემების სათითაოდ დათვალიერება, აღრიცხვა და  დოკუმენტურად დაფიქსირება  აქტის სახით, რომელშიც მიეთითება წიგნის (გამოცემის)  სახელწოდება, ავტორი, გამოცემის თარიღ, საინვენტარო ნომერი, ასევე  ჩამოწერის საფუძველი.  აქტს ხელს აწერს  კომისიის სამივე წევრი.  ჩამოწერილი  წიგნების  აქტები ინომრება, თარიღდება და ინახება  ბიბლიოთეკაში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში.  ჩამოწერილი წიგნები და გამოცემები ნადგურდება ან  ბარდება მაკულატურაში უსასყიდლოდ.
 

 

გაზიარება