home მთავარი news სიახლეები
×
Dashboard

„ჩემი პროფესია ჩემი თავისუფლებაა“ - გამარჯვებულები

2024 წლის 23 აპრილს შედგა მარნეულის კოლეჯის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ჩემი პროფესია ჩემი თავისუფლებაა“ კონკურსის ფარგლებში მიღებული საკონკურსო ნაშრომების განხილვა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა👥️
👉 კონკურსანტების ნაშრომები შეამოწმა და გამარჯვებულები გამოავლინა მარნეულის კოლეჯის დირექტორის 2024 წლის 2 აპრილის N3231 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჟიურიმ:
🔹️ მარი ხოხობაშვილი - ჟიურის თავმჯდომარე
🔹️ ანნა კუჭუხიძე - ჟიურის წევრი
🔹️ ქეთევან გოგოლაძე - ჟიურის წევრი
🔹️ შორენა კუპატაძე - ჟიურის წევრი
🔹️ ნონა ყაველაშვილი - ჟიურის წევრი
ჟიურის წევრებმა განიხილეს თითოეული კონკურსანტის ნაშრომი და შეაფასეს ის მარნეულის კოლეჯის დირექტორის 2024 წლის 2 აპრილის N3231 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის „ჩემი პროფესია ჩემი თავისუფლებაა“ დებულებაში გაწერილი კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმით:
• რამდენად კარგად იცნობს პროფესიული განათლების პროფესიებს
• რამდენად აცნობიერებს პროფესიის/პროფესიების შინაარს და როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში
• რამდენად სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობას ამა თუ იმ პროფესიაში
• რამდენად არის მოტივირებული პროფესიის შესაძენად
• სტრუქტურულად რამდენად სწორად არის სწორად აგებული ესსე
• რამდენად მკაფიოდ შეუძლია ჩამოაყალიბოს აზრი ქართულ ენაზე
თითოეული კრიტერიუმი შეფასდა ხუთბალიანი სისტემით. ჟიურის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად შეაფასა ყველა მონაწილე და შეავსო სპეციალური ქულების დაჯამების ფურცელი. განხილვის პროცესში ჟიურიმ შედეგების დაჯამებით გამოავლინა გამარჯვებულები. ესენი არიან:
🥇პირველი ადგილი - ელიფ მამედოვა 150 ქულა
🥈 მეორე ადგილი - გურამ ალავერდიანი 125 ქულა
🥉 მესამე ადგილი - ანაჰიტ ბაგდასარიანი 100 ქულა
კონკურსში გამარჯვებულებს ვულოცავთ გამარჯვებას. ყველა მონაწილეს კი ვუსურვებთ მომავალში წარმატებას.
ჩვენ კი, ჩვენი სახელით, გპირდებით, რომ წინ კიდევ ბევრი კონკურსი და საინტერესო პროექტი გელოდებათ. თვალი ადევნეთ ყურადღებით ჩვენს სოციალურ გვერდებს.
მეტი ფოტო

გაზიარება