ფარმაცია (სასერთიფიკატო)


შპს მარნეულის კოლეჯი

ფარმაცევტის თანაშემწის სასერტიფიკატო

საგანმანათლებლო პროგრამა

 

 

I. სახელწოდება: ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამა;

II. პროგრამის ხელმძღვანელი — მზია ჩაგელიშვილი

III. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სკოლის საბაზო ან სრული განათლება, ქართული ენის ფლობა B1 დონეზე.

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის აფთიაქებში, სამკურნალო- პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, ფარმაცევტულ ფირმებში, ფარმაცევტულ ბაზებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, პარფიუმერიულ მაღაზიებში.

პროგრამის მიზანი: მსმენელმა შეიძინოს ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის სფეროს პროგრესისათვის ფარმაცევტული საქმიანობის განვითარებაზე მორგებული კვალიფიციური კადრების შესაბამისი განათლება, რაც ითვალისწინებს: პარაფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების მიღებას, აღრიცხვას, შენახვას, გაცემას, წამლის აღრიცხვას და შენახვას მათი ფიზიკურ ქიმიური თვისებების გათვალისწინებით, აფთიაქის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური პირობების დაცვას, აგრეთვე ბადების მიღებას, შენახვას, აღრიცხვას და გაცემას. ინსტრუქციის მიხედვით ამ ჯგუფის პრეპარატების შერჩევას მომხმარებლისთვის.

IV. სწავლის შედეგები:

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: აფთიაქის ტიპები და კატეგორიები; ფარმაცევტული ნაწარმი და მათი კლასიფიკაცია; ფარმაცევტული ნაწარმის, განლაგება FIFO-ს პრინციპის დაცვით ფარმაცევტის მეთვალყურეობის ქვეშ, შენახვა მათი ქიმიურ- ფიზიკური თვისებების მიხედვით; აღწერა ფარმაცევტის მეთვალყურეობის ქვეშ; პარაფარმაცევტული, კოსმეტიკური საშუალებების და ბად-ების შერჩევა მომხმარებლისთვის და მათი რეალიზაცია. სხვადასხვა ტიპის აფთიაქებში ჰიგიენური და სადეზინფექციო პირობების დაცვა, სტერილიზაცია.სხვადასხვა ტიპის აფთიაქებში ჰიგიენური და სადეზინფექციო პირობების დაცვა, სტერილიზაცია. პოგრამის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება: ფარმაცევტული საქონლის აღრიცხვა, შენახვა ქიმიურ-ფიზიკური თვისებების გათვალისწინებით. პარაფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების გაცემა. აფთიაქის აღწერაში მონაწილეობის მიღება, მომხმარებლისთვის პარაფარმაცევტული, კოსმეტიკური საქონლის და ბადების შერჩევა და რეალიზაცია აგრეთვე ამავე საქონლის შეკვეთა, მიღება, შენახვა, აღწერა და რეალიზაცია. ელექტრონული საკომუნიკაციო სასუალებების გამოყენება საქმიანობაში, სამეწარმეო უნარების გამოყენება.

 

ვრცლად – ფარმაცევტის თანაშემწე