ჩვენი ისტორია
მარნეულის კოლეჯი 1992 წელს დაარსდა საქართველოს ექიმთა ასოციაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დაარსების დღიდან დღემდე კოლეჯს სათავეში უდგას დირექტორი – ირაკლი გომელაური.
-
1992 წლის 29 აპრილს საქართველოს განალების სამინისტროს მიერ სასწავლებელს მიენიჭა საშუალო განათლების სპეციალური ლიცენზია – #01-17-08/457
-
2008 წლის 21 ივლისს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის შესაბამისად, კოლეჯმა მოიპოვა ახალი – N0813099 ლიცენზია, რომლის საფუძველზეც ახორციელებდა პროფესიულ პროგრამებს
-
2013 წლის 26 ივლისს N 2 მარნეულის კოლეჯს პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი
-
2018 წლის 23 ივლისს პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს N127 გადაწყვეტილებით, მარნეულის კოლეჯს 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი
-
2020 წლის 4 თებერვალს პროფესიული საგანმნათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს N07 გადაწყვეტილებით, მარნეულის კოლეჯს მიენიჭა უფლება განახორციელოს დამატებითი პროფესიული პროგრამები