სტუდენტური ცხოვრება
მარნეულის კოლეჯი სტუდენტებს არ სთავაზობს მხოლოდ ხარსიხიან სასწავლო პროცესს. მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, სტუდენტის ექსტრაკურიკულური აქტივობები, მისი ნიჭისა და შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სტუდენტური კონფერენციები, თემატური პრეზენტაციები, თვითშემოქედებით კონცერტები, წელიწადში მინიმუმ ერთხელ ექსკურსია – ეს არის აქტივობების ის არასრული ჩამონათვალი, რასაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ. უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ სტუდენტებიც ხალისით ერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში და ხშირად თვითონაც არიან ინიციატორები.
სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების მომსახურება
შპს – მარნეულის კოლეჯი
მარნეულის სამდიცინო კოლეჯი ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის: კოლეჯის ტერისტორიაზე შემოსვლა შესაძლებელია როგორც პანდუსებით, ასევე ლიფტით; ფუნქციონირებს სსსმ პირებისათვის განკუთვნილი სველი წერტილი. კოლეჯის დებულებაში მკაფიოდ არის გაწერილი სსსმ სტუდენტთა მომსახურების მექანიზმები და გამოყოფილია პასუხისმგებელი პირი ვინც უზრუნველყოფს სსსმ პირის დახმარებას, გადაადგილებას, უსაფრთხოებასა და დაცულობას. კოლეჯის კედლებზე თვალსაჩინოდ გამოკრულია გადაადგილების უნარშეზუდული პირის აღმნიშვნელი ნიშანი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პირს შეუძლია დახმარების გარეშე დაადგინოს გადაადგილების მარშრუტი. ზოგიერთ პროფესიულ პროგრამაზე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების დარეგისტრირებისას საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია სამედიცინო სამსახურის ორგანიზებით გამართოს კონსულტაციები პროფესიულ სტუდენტთან და პრაქტიკის ობიექტთან, სასწავლო პროგრამის სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობის არსებობისა და პირობების უზრუნველყოფის მიზნით.
გილოცავთ!თქვენ გახდით
მარნეულის კოლეჯის სტუდენტი
თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას, გახდეთ პროფესიონალი და შეხვდეთ მომზადებული თანამედროვეობის გამოწვევებს, მაშინ პროფესია უნდა აირჩიოთ გააზრებულად, ისწავლოთ კარგად და დაეუფლოთ პროფესიულ უნარებს. ხოლო ჩვენ, ჩვენი მხრიდან ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისს:
იხილეთ ვრცლად – სტუდენტის-გზამკვლევი
სტუდენტის უფლებები
მარნეულის კოლეჯში დაცულია პროფესიული სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები.
შიდა რეგულაციებით უზრუნველყოფილია კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვა და გარანტიების უზრუნველყოფა;
კოლეჯის პროფესიული სტუდენტს უფლება აქვს:
მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში;
მოსთხოვოს კოლეჯის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტებით, პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ისარგებლოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მატერიალური რესურსით;
ისარგებლოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული საგანმანათლებლო რესურსით;
ისარგებლოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და
საშუალებებით;
ისარგებლოს კოლეჯის ინფრასტრუქტურით;
მოითხოვოს კონსულტირება და ინფორმირება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით;
თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
მიიღოს მონაწილეობა კოლეჯის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებაში;
ისარგებლოს შიდა და გარე მობილობის უფლებით;
სტუდენტს/მსმენელს უფლება აქვს გაასაჩივროს სწავლის შედეგის შეფასება;
ისარგებლოს კოლეჯის ტერიტორიაზე პირველადი დახმარების აღმოჩენის უფლებით;
ისწავლოს და განახორციელოს საქმიანობა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში;
მოითხოვოს პირადი ინფორმაციის დაცვა;
ისარგებლოს დამატებითი საგამანათლებლო პროგრამებით;
მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის მიღმა განხორციელებულ ღონისძიებებში;
მიიღოს კონსულტაცია პროფორიენტაციასა და კარიერულ დაგეგმვაზე;
საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლისას ან გაუქმების შემთხვევაში დაასრულოს სწავლა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზედაც ჩაირიცხა ან ისარგებლოს მობილობის უფლებით.