პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსს საფინანსო სერვისებში
2020 წლის მარტში მარნეულის კოლეჯსა და სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მომავალ სასწავლო წელს მარნეულის კოლეჯი აღნიშნულ სკოლაში ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ,,სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ პროექტს – „პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსს საფინანსო სერვისებში“.
აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისათვის და მისი განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს უფროსკლასელთათვის პროფესიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, პროფესიიის ვიწრო მიმართულების საფუძვლიანად შესწავლა, რაც ორიენტირებულია კონკრეტული პროფესიული საკითხების საფუძვლიან შესწავლაზე. მოსწავლეს სკოლის პარალელურად შესაძლებლობა ეძლევა შეუდგეს პროფესიის ვიწრო მიმართულებით შესწავლას.