პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსი საფინანსო სერვისებში


პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსი საფინანსო სერვისებში

 

2016 წლიდან მარნეულის კოლეჯში საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება „პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციარების მომზადებას/კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა პროფესიაში მოკლევადიანი სასწავლო კურსების მეშვეობით.

 პროექტის მიზანია რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი  უნარებით აღჭურვილი პროფესიონალების მომზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ასევე უწყვეტი განათლების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა რამოდენიმე ასეული ადამიანი, რომელთა უმეტესი ნაწილი დასაქმებულია.